24 წელი სოხუმის დაცემიდან – საქართველოს მთავრობის წევრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გმირთა მოედანთან დაღუპულების ახლობლები, პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები მიდიან, რათა პატივი მიაგონ მათს ხსნოვნას.

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27-ში ქალაქის დაცემით დასრულდა.

“24 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ დღეს გმირულად დაეცნენ. მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომელთა მეუღლეებიც, დები, ძმები, ამ სისხლიან დღეს დაეცნენ გმირულად. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებისთვის. ისინი უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის იმ სიძლიერითა და იმ სიყვარულით, რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ერთად ცხოვრებისთვის”,- განაცადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *