17 ნოემბერს გალაკტიონის 126-ე წლისთავი აღინიშნება

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის 126-ე წლისთავს აღნიშნავს. პროექტი სახელწოდებით, ,,ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება“ საზოგადოებას საშუალებას მისცემს განსხვავებულ ჭრილში დაინახოს გალაკტიონი.

პროექტის დღის წესრიგი ასეთია:

11:00 – ღია გაკვეთილი – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა;

16:00 – ფილმის „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“ ჩვენება და დისკუსია.

მოწვეული სტუმრები იქნებიან:  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და ლიტერატურული პრემია ,,საბას’’ პოეტი ლია სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის, ,,საბასა“ და ,,გალას’’ პრემიების ლაურეატი პოეტი ვახტანგ ჯავახაძე.

შეხვედრის ადგილი: გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მარჯანიშვილის ქ. №4.

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *