ჭარბი წონის გამო გული დიდდება და მძიმდება, შესაბამისად, იზრდება ინფარქტის რისკი

ჭარბი წონის გამო გული დიდდება და მძიმდება. ამ მდგომარეობის გამო კი მნიშვნელოვნად იზრდება გულის შეტევის ან ინსულტის რისკი. კვლევამ ცხადყო, რომ როცა ჯანმრთელი ადამიანი წონაში იმატებს, მხოლოდ წელის გარშემოწერილობა არ იზრდება – 8 გრამი ემატება გულსაც.

ნაშრომზე მუშაობდნენ დედოფალ მარიას სახელობის ლონდონის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები.
„ჩვენი ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანი მსუქანი ან ჭარბწონიანია“, – აცხადებს კვლევის ავტორი და პროფესორი, სტეფან პიტერსენი.
მკვლევარებმა შეისწავლეს რამდენიმე ფაქტორი, რაც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს გულის ზომაზე, მაგალითად, არტერიული წნევა, სიგარეტის მოწევა, ვარჯიში, ქოლესტერინი, ალკოჰოლი, დიაბეტი, წონა, სხეულის მასის ინდექსი. როგორც კვლევამ ცხადყო, სხეულის წონა ძალიან დიდ გავლენას ახდენს გულის სტრუქტურაზე. მათ აღმოაჩინეს, რომ სხეულის მასის ინდექსის ზრდის გამო, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი ჯანსაღი წონის კატეგორიიდან სიმსუქნის ჯგუფში გადადის, გული უფრო მეტად მძიმდება.

წყარო: dailymail

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *