წამყვანი 700 ლარი, მენტორი 1000 ლარი – სახელფასო დანამატი მხოლოდ 225 მასწავლებელს ეზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის ბრძანების თანახმად, 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 216 წამყვანი, ხოლო 9 მენტორი მასწავლებელია. სახელფასო დანამატი მხოლოდ 225 მასწავლებელს ეზრდება.

ზაფხულის გამოცდის შემდეგ არსებული მონაცემებით, სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა გადანაწილება ასეთია:

პრაქტიკოსი – 44 570

უფროსი – 18 809

წამყვანი – 216

მენტორი – 9

ამჟამად მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა ასეთია:

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში – 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.

ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში – 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში – 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *