„ძალიან მომრავლდა ე.წ. უნივერსიტეტები, სადაც არც ისე მაღალი ხარისხის სწავლება მიმდინარეობს,“ – გიორგი შარვაშიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტების რიცხვის შემცირება იგეგმება.

„უხარისხო უმაღლესი განათლება ქვეყანას არ სჭირდება. ძალიან მომრავლდა ე.წ. უნივერსიტეტები, სადაც არც ისე მაღალი ხარისხის სწავლება მიმდინარეობს. ამდენად ეს ყველაფერი უკავშირდება აკრედიტაციის საკითხებს, იმას, თუ რამდენად შეძლებს უმაღლესი სკოლები გაიარონ აკრედიტაცია ახალ პირობებში. ჩვენი ახალი აკრედიტაციის ფორმატი აბსოლუტურად ევროპულია და არის ძალიან მაღალი მოთხოვნები იმისთვის, რომ ჯერ ერთი გერქვას უნივერისტეტი და გამოუშვა ისეთი სტუდენტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, უნივერსიტეტის რექტორი მიესალმება პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის ზრდასაც და პრესტიჟის ამაღლებასაც.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *