„ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვმა იკლო“, – დავით სუბელიანი

საქართველოში ნარკოპოლიტიკაზე დავა გრძელდება. საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით სუბელიანმა, განაცხადა:

„ეს რისკი არ არის ახალი. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, სვამდნენ კითხვას ნარკოტიკების მომხმარებლების შესაძლო ზრდაზე, არც ერთ ქვეყანაში არ გაზრდილა მომხმარებლების რაოდენობა, პირიქით – დაიკლო. ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული რეალობა, რომ შესაძლოა ბიუჯეტი არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ საშუალო ევროპული მაჩვენებლით ვხარჯოთ სერვისების განვითარებისთვის. ჩვენ გათვლილი გვაქვს რა დაჯდება მინიმალურად აუცილებელი სარეაბილიტაციო სისტემების განვითარება, რომ ქვეყანა შეხვდეს მზად დეკრიმინალიზაციას. სულ რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. 10 ქალაქში შევქმნით სარეაბილიტაციო ცენტრებს. ერთი წელი სრულიად რეალისტურია ამ სერვისების განვითარებლად“, – განაცხადა სუბელიანმა.

კანონპროექტი ინიცირებულია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ხუთი დეპუტატის მიერ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში კანპროექტის განხილვის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *