„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე მეტად დაცული იყოს,“ – ლევან იზორია

საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე, დღეს მინისტრებს პარლამენტში კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში უსმენენ. საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ათწუთიანი მოხსენება საქმიანობის იმ ძირითად პრიორიტეტზე საუბრით დაიწყო, რომლითაც უწყებამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
 
ლევან იზორიამ ყურადღება ანტისაჰაერო სისტემის მიმართულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში საფრანგეთში სტუმრობისას ის ადგილზე THALES და MBDA კომპანიების ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. „ეს ტექნიკური აღჭურვილობა შევიძინეთ და უკვე საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული და გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა ფრანგ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტში მოხსენებისას.
 
საკომიტეტო მოსმენისას ლევან იზორიამ ყურადღება ანტისატანკო სისტემის შესყიდვაზეც გაამახვილა და აშშ-ის კონგრესის მიერ ამ მიმართულებით მიღებული დადებითი გადაწყვეტილება გააჟღერა. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება იმ რეფორმების აღიარებაა, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *