ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში“ გაიმარჯვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქართველ ჯარისკაცებს კანადაში გამართულ “ძლიერთა თამაშებში ” (invictus games) გამარჯვება მიულოცა.

საქართველოდან კანადაში 15-კაციანი გუნდი გაემგზავრა, რომელიც დაკომპლექტებულია საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით.

ქართველმა სამხედროებმა სპორტის 6 სახეობაში იასპარეზეს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი.

ქართველი სამხედროები 17 მონაწილე ქვეყანას შორის პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ სამხედროები პრინც ჰარისაც შეხვდნენ.

 

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *