ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 130-მდე მშვიდობისმყოფელს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და  საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე დახვდათ. მათ ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულცოეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან შალვა მეგრელიშვილის მეთაურობით, მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება წარმოადგენდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *