ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ დაუდასტურა.

,,პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მას აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც 6 ნოემბერს გარდაიცვალა”, -განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, ჯილეხის დიაგნოზი დადასტურდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით.

2017 წელს ფოთში ჯილეხის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: Imedinews.ge

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *