„საქართველო ჩემი სამშობლოა, ქართველ ხალხს თმის ღერი არ ჩამოუვარდება ჩვენგან, ეს გამორიცხულია!“- პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულის მიმართვა

პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულ რუსლან ალდამოვი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო მისი სამშობლოა და მისგან ქართველებს საფრთხე არასდროს დაემუქრება.

„მე დღეს თავს უფლებას ვერ მივცემ, გავასაჩივრო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ აღკვეთი ღონიძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მოვითხოვო ჩემი თავისუფლება მაშინ, როცა თემირლან მაჩალიკაშვილი სიკვდილს ებრძვის. ახლა ყველა თქვენგანმა იბრძოლეთ მის გადასარჩენად, თქვენი დრო და ენერგია მის საქმეს დაუთმეთ. ჩვენ კი ციხიდან ვილოცებთ, ალაჰს შევთხოვთ მის გადარჩენას. სადღესასწაულო დღეებია და არ მინდა, ადამიანების რესურსები ჩემი კეთილდღეობისთვის ფუჭად ვხარჯო. მესმის და ვაანალიზებ რაც ხდება ხეობაშიც და ქვეყანაშიც. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ის თქვენსავით მიყვარს, ქართველ ხალხს თმის ღერი არ ჩამოუვარდება ჩვენგან არასდროს, ეს გამორიცხულია!“ – განაცხადა ბრალდებულმა რუსლან ალდამოვმა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის წერილს ადვოკატი  მარიამ კუბლაშვილი აქვეყნებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დააკავეს საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა და სიკვდილს ებრძვის.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

1 Response

  1. 4 იანვარი, 2018,18:01

    […] პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეც… […]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *