საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით მიიღო. 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კონსტიტუციური კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

ირაკლი კობახიძემ ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის წევრებს.

„ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *