„საქართველოსთან საზღვრის მთლიანად აღჭურვაა აუცილებელი“ , – ანატოლი ბიბილოვი

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბლოვმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მთლიანად აღჭურვაა აუცილებელი, მათ შორის, საინჟინრო თვალსაზრისით.

„ქართული მხარისთვის საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. არავინ გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ამერიკასა და მექსიკას შორის ღობეები შენდება, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოებს შორის. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს საზღვრებს საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *