საფრანგეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 26 წევრი ქართველია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი  ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ. ასევე, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები მოპარული ნივთების გაყიდვის მიზნით, პარიზში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან იყვნენ კავშირში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *