„სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა,“ – ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა:

„სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა. ჩვენ რუსეთის გარეთ 80 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ჩვენ ფაქტობრივად რუსეთი ვართ. ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეები არიან, ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული, ხელფასებისა და პროგრამების დაფინანსება რუსეთის ბიუჯეტიდან ხდება“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ მზად არის ნებისმიერ დროს ჩაატაროს რეფერენდუმი.
„მაგრამ დღეს, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები იგივე სიტუაციაში არიან, რომელშიც ჩვენ ვიყავით ოდესღაც და როდესაც ჩვენ ერთადერთი რესპუბლიკა ვართ, ვინც ისინი აღიარა, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი ღალატი იქნებოდა“, – აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *