„სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა“, – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

„სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მისი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რესპუბლიკის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, ამ მიზნით უკვე მომზადდა 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა. რა თქმა უნდა გავცვალეთ პოზიციები აქტუალური რეგიონული პრობლემების შესახებ, შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ გამოწვევებს და იმ საფრთხეებს, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ასევე გავაგრძელებთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეხვედრაზე განიხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების საკითხი.

„ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ასამდე შეთანხმება გაფორმდა. დღეს ჩვენს სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მუშავდება, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნისსაკითხს. ყველა ეს შეთანხმება ხელს უწყობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკური შემადგენლის განვითარებას,“ – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *