სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვია

მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. ამერიკელ რეჟისორს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დახვდნენ.
დევიდ ლინჩი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. მათ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დაშავებული სამხედროების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში თავად დევიდ ლინჩმა დააარსა. ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში ფუნქციონირებს. საქართველოში ფონდი 2017 წლის ივლისში დაფუძნდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები დევიდ ლინჩის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტისა და A კლასის კინოფესტივალის დაარსება, ასევე ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა.
საქართველოში პირველი ვიზიტის განმავლობაში ამერიკელი რეჟისორი ქვეყნის კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს გაეცნო. დევიდ ლინჩმა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების დარგში განიხილა. რეჟისორი ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *