„რქიანი ეშმაკი რომ იყოს გრიგოლ ვაშაძე, მას არავინ მისცემს პოლიტიკური კონკურენციის პირობებში რაიმეს გაფუჭების საშუალებას,“ – ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სახლში დარჩენა მაფიოზური მმართველობისთვის ხმის მიცემას ნიშნავს:

„სიცხიანმა გავიღვიძე, მაგრამ აუცილებლად ჩავდივარ საარჩევნო უბანში. საარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და თუ არ გამოიყენებ, სამუდამოდ იკარგება. სახლში დარჩენა მაფიოზური მმართველობისთვის ხმის მიცემას ნიშნავს,ბევრჯერ ავხსენი უკვე. ასი კაციც რომ მიიყვანონ ქოცებმა, თუ მოსახლეობიდან ოპოზიციის მხარდამჭერი მხოლოდ 50 მივა, გამოვა რომ ხმების ორ მესამედს მიიღებენ და 67 % დაიწერენ. ასი ხმა შეფარდებული ასორმოცდაათთან სწორედ ამდენია. არ დარჩე სახლში, ხმა მიეცი რეალურ, გამსვლელ ოპოზიციურ კანდიდატს!

და კიდევ: რქიანი ეშმაკი რომ იყოს გრიგოლ ვაშაძე, მას არავინ მისცემს პოლიტიკური კონკურენციის პირობებში რაიმეს გაფუჭების საშუალებას. პოლიტიკური წონის მოსახვეჭად თუ გააკეთებს, თორემ ვერაფერს გააფუჭებს თუნდაც იმიტომ, რომ ასი ყური და ასი თვალი დააკვირდება.

ფრთიანი ანგელოზი რომ იყოს სალომე ზურაბიშვილი, როდესაც პრეზიდენტიც, მთავრობაც,გამგეობაც, მერიც, საკრებულოც, პარლამენტიც, სასამართლოც და სადგურის ტუალეტიც ერთი ძალის მიერ არის დაკომპლექტებული, რასაც მოეპრიანება, იმას გააკეთებს! აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად, ეს უკვე ბევრჯერ ვნახეთ.

მიეცი ხმა ძალაუფლების დანაწილებას…“

„ნიუსმაცნე“ მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ თქვენი ხმა, რომელიც მართლაც გადამწყვეტი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *