„როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ პიარი და ფულის კეთება კი არა, ხალხის დახმარება მსურს, აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება,“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მისი გაძევებით პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა დაინტერესებული. მამ აღნიშნა, რომ უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და ამის გამო პოროშენკო ოდესმე პასუხს აგებს.

„ეს არის პოროშენკოს პირადი ბრძანება. ის მალდივებიდან დაბრუნდა და სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრების ბრძანება გასცა. რაზე მიდის აქ საუბარი? ეს უპრეცედენტო შემთხვევაა – უკრაინის უშიშროების სამსახური ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სასარგებლოდ იყო გამოტანილი.
მე უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა, რაზეც ოდესმე პოროშენკოს პასუხისგება მოუწევს. რატომ გავხვდი მე უკრაინის მოქალაქე? 2013 წელს პოროშენკო ამბობდა, რომ მე მაქვს რეფორმების გატარების ორი მაგალითი – საქართველო და სინგაპური. როდესაც მე მაიდანზე მათ ვეხმარებოდი, ყველა ამბობდა, როგორ გაგვიმართლა, რომ სააკაშვილი აქ არის. ეს მათთვის კარგი პიარ-სვლა იყო – „სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში“. მე მსურდა, უკრაინელ ხალხს დავხმარებოდი, მათ კი კარგი პიარის გაკეთება სურდათ. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, არამედ ხალხის დახმარება მსურს, მათ აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *