როგორ ვერ უნდა მოგვატყუოს ხელოსანმა

ბოლო დროს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე რემონტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმის გარდა, რომ მასალები საკმაოდ გაძვირდა, ხელობის ფასებმაც იმატა. საშუალო ხარისხის რემონტისთვის უკვე დიდი თანხებია საჭირო. ამასთან ერთად, გაიზარდა თვითმარქვია ხელოსნების რაოდენობა, რომლებიც თითქოს უკვე სიამოვნებას იღებენ და თავიანთ ჟინს იკმაყოფილებენ ადამიანების მოტყუებით. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც მასალების ყიდვას სწორედ ხელოსანს ვანდობთ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. თუკი მაინცდამაინც მცირე თანხის პროდუქციაზე არაა საუბარი, ხელოსანთან ერთად წადით და აკონტროლეთ ხარჯები, რადგან იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ვინც ვიზუალურად ერთსა და იმავე პროდუქტს შორის ხარისხიანს აირჩევს, თქვენ კი ისე მოტყუვდებით, რომ ვერ გაიგებთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელოსნების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია კეთილსინდისიერი და პატიოსანი ადამიანის შერჩევა. ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიოთ, სანდო რეკომენდაციით აიყვანეთ, ყველა დეტალი დააზუსტეთ, ათასი კითხვა დასვით, თავადვე დაინტერესდით, გამოიკვლიეთ და მერწმუნეთ, ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას.

უპირველეს ყოვლისა, თავად ჩამოყალიბდით, დახატეთ, დახაზეთ, რემონტისთვის მაქსიმალურად მოინდომეთ და ყველანაირად შეეცადეთ, რომ ხელოსნამდე მიიტანოთ საკუთარი სურვილები, რათა შემდგომში გაუგებრობები თავიდან აირიდოთ. სანამ ხელოსანი მუშაობას დაიწყებს, დააზუსტეთ მისი გასამრჯელო, რადგან, როგორც წესი, ხელოსნებს შემდეგ ახსენდებათ, რომ გასალესი იყო რაღაც მონაკვეთი ან იმაზე მეტი შრომა გასწია, ვიდრე გეგმავდა და ასე თვითნებურად ხარჯების გაზრდა მათთვის ძალიან ჩვეულებრივია.

არ მისცეთ თანხა დაკისრებული სამუშაოს შესრულებამდე! არავითარ შემთხვევაში!

კარგი ხელოსანი თვითონ არ მოგთხოვთ! გადაუხადეთ მთლიანი თანხის მაქსიმუმ 10-20 %.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *