რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ მართლმადიდებელ ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოში მცხოვრებ სომეხ მართლმადიდებლებს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს.

,,დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს – დღეს, როცა სამი წლის მარიამი, როგორც მესიის დედა, მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს. დღესასწაული იუსტინიანე იმპერატორის მიერ, ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივსაცემად აღმართულ ტაძარს უკავშირდება. დღესასწაული სომხურ ეკლესიაში XVIII საუკუნიდან აღინიშნება და იგი ერთ-ერთ უძრავ დღესასწაულთაგანია,”- ნათქვამია რელიგიის სააგენტოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *