პარიზში 35 კაციანი კრიმინალური ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის უმეტესობა ქართველია

როგორც ფრანგული ტელეარხი BFM TV იუწყება, პარიზში და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35 კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.
ჯგუფის წევრები ქურდავდნენ ბინებს.
გამოძიება, რომელშიც ჩართული იყო საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ 35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები. დაკავებულებს შორის ასევე არიან კანონიერი ქურდები ქუთაისიდან.

დაკავებისას პოლიციელებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *