„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალაა,“ – თინა ბოკუჩავა

NDI-მ დღეს საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 27% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება“, 10% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

აგრეთვე, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 27%; არც ერთი პარტია – 24%; არ ვიცი – 15%; უარი პასუხზე – 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა – 7%.

შედეგებს ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალაა:

„NDI-ს დღევანდელი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ხმალამოღებული ებრძვის ჩვენს პარტიას უკვე ხუთი წელია. ეს კვლევა ასევე აჩვენებს და ადასტურებს იმას, რომ დღითიდღე მცირდება მოსახლეობის ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერ და არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვიყოთ ახლოს ხალხთან და მათ პრობლემებთან და მოვიდეთ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ“, – აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *