„მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან უსამართლობას, ამჟამად 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ეს რიცხვი გაიზრდება,“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გაერო-ში ინიციატივებს წარადგენს, რათა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს სამარცხვინო გადაწყვეტილება გააუქმოს.

„მტკიცედ ვართ განწყობილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში. ჩვენ ჩამოვრეცხავთ მათ ჭუჭყს, ვინც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა გავაუქმოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება, ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო შემდეგ კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, აშშ-მა იერუსალიმის შესახებ 1980 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება დაარღვია. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ეს რიცხვი გაზირდება სამომავლოდ:

„მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას. ამჟამად, მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ღმერთის წყალობით, ეს რიცხვი გაიზრდება ჩვენი ძალისხმევით“, – დასძინა თურქეთის ლიდერმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *