„მომავალი წლიდან აბიტურიენტები თავიანთი კალმებით ისარგებლებენ“, – მაია მიმინოშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა, განაცხადა, რომ კონდიცირების სისტემა კვლავაც ვერ მოგვარდება, რადგან არცერთ სკოლაში არაა დამონტაჟებული. მან ასევე ისაუბრა კალმებზე და თქვა, რომ მომავალი წლიდან აბიტურიენტები თავიანთი კალმებით ისარგებლებენ.

„კონდიცირების პრობლემა ასევე არსებობს სკოლებში. არც ერთ სკოლაში კონდიცირების სისტემა არ არის დამონტაჟებული. ასე რომ, გამოცდების ეროცნული ცენტრი ვერ აიღებს ამ პრობლემის მოგვარებას თავის თავზე. რაც შეეხებ კალმებს, ყოველწლიურად ვყიდულობთ ტუშიან კალმებს, აქაც აბიტურიენების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სკანერს არ შეექმნას პრობლემა და წაიკითხოს ნაწერი. რადგან ეს საკითხი აქტუალურია, ვფიქრობ, აბიტურიენტებს შევთავაზოთ, შეიძინონ არა 90-თეთრიანი, არამედ ორ ლარიანი კალმები“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *