„ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე საქართველოში ექსტრადაციის არ მეშინია,“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ქუჩაში გამოვიდა მთელი კიევი, ხოლო სასამართლო სხდომაზე უკრაინის ყველა პოლიტიკური ლიდერი მივიდა:

„ჩემი ცხოვრება, ჩემი გული, ყველაფერი არის თქვენთან და, რა თქმა უნდა, საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ჩვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება. გუშინ გამოვიდა მთელი კიევი. აქ არასდროს არავის გამო ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. გამოვიდნენ, რადგან ყველაფერი მობეზრდათ. რამდენიმე ღამის შემდეგ ეს ხალხი იდგა ქუჩაში, სიცივეში. გარდა ამისა, როდესაც ჩემი თავი პირველად წაართვეს პოლიციას, ერთ-ერთმა ადამიანმა თავზე ბენზინი გადაისხა. სანთებელა აიღო და თავს იწვავდა. სხვებმაც საოცრებები ჩაატარეს. ძალიან მაგარი ხალხია. მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენელად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამათი გმირობის, გამძლების, ერთიანობის გამო. გაუმარჯოს უკრაინას და საქართველოს. მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც საქართველოში ქუჩაში გამოვიდა“, –  განაცხადა სააკაშვილმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადაცია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მას ამის აღარ ეშინია“.
„თუ უკრაინელები გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ, ენაცვალოთ ჩემი თავი, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება გვაქვს ჩვენ მიღებული, რომ „ვარდების რევოლუცია“ იქნება იმათთვის მოგონილი“, – განაცხადა სააკაშვილმა..

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *