მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები – დერჩის ფრესკები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა.

სამუშაოები, რომელიც  გამოცხადებულ ტენდერში შერჩეულმა   მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა,  სააგენტოს ბიუჯეტით დაფინანსდა.

რესტავრატორების მიერ, თაბაშირით შელესილი ქიმები ჩანაცვლდა ავთენტური მასალით. დაზიანებული  ქიმები შეივსო კირით, თაბაშირით შელესილი ნაკლული ადგილები და ბზარები ჩანაცვლდა ავთენტური მასალით.  კედლიდან ჩამოხსნილ მხატვრობას მოცილდა ზედაპირული ჭუჭყი, უკანა მხარე გასუფთავდა თაბაშირისგან და მოხსნილი ფრაგმენტები კვლავ დამაგრდა პირვანდელ ადგილზე.

დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულებამ  45 700 ლარი შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *