„მეუბნებიან – გიყიდით ბილეთს ნიდერლანდებში ან ერთწლიან საგზურს მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე,“ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მას მალდივებზე გაშვებას სთავაზობდა. სააკაშვილის თქმით, ასეთი პრეცედენტი არასდროს უნახავს.

აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის „ 24-ე არხი“ ეთერში ისაუბრა.

„გუშინ იური ლუცენკომ განაცხადა: ჩვენ მას დავაპატიმრებთ ან მას შეუძლია ქვეყანა თვითონ დატოვოს… მაგრამ თუ ის უკრაინას არ დატოვებს, ჩვენ მას საქართველოს გადავცემთ. თქვენ ასეთი სამართლებრივი პრეცედენტი სადმე გინახავთ? ისინი მეუბნებიან – „თუ არ გინდა დიდი უბედურება გადაგხდეს, გიყიდით ბილეთს ნიდერლანდებში ან ერთწლიან საგზურს მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *