ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა და მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული მოიპოვა.

გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები იღებდნენ. ქართველმა გიგანტმა გულშემატკივრების მხრიდან 9 804 ხმა მიიღო და პირველობა არავის დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი ძალოსანი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *