Classy – კოსმეტიკის ახალი ონლაინ სივრცე საქართველოში

Classy – საქართველოს სილამაზის ინდუსტრიაში ახალი კომპანია გამოჩნდა. Classy არის სილამაზის სანაკრებო და საცალო ონლაინ მაღაზია, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო, გამოცდილ ბრენდებს ერთ სივრცეში. ონლაინ მაღაზიაში შეგეძლებათ როგორც დეკორატიული, ისე თავის მოვლის საშუალებების შეძენა. Classy გეგმავს, რომ ერთ მეგობრულ, მზრუნველ სივრცეში გააერთიანოს კორეული, ფრანგული, ამერიკული და ქართული ბრენდები.

გუნდის მთავარი მიზანი კმაყოფილი მომხმარებელი და უმაღლესი ხარისხის მომსახურებაა. რაც შეეხება ღირებულებას, ნაკრებების შეძენა შესაძლებელი იქნება 29 ლარიდან, მომხმარებლები მიიღებენ უამრავ საჩუქარს ბლოგის სასარგებლო რჩევებთან ერთად.

რატომ უნდა შეიძინოთ პროდუქცია Classy-ს ონლაინ მაღაზიაში?

  • დარწმუნებული იქნებით, რომ პროდუქცია ნამდვილად ბრენდულია.
  • მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას სხვადასხვა პროდუქტზე და ყოველთვის იქნებიან მზად, რათა გაგიწიონ შესაბამისი დახმარება.
  • პროდუქციას მიიღებთ შეკვეთიდან 3 დღის ვადაში, მიწოდების ღირებულება 3 ლარია, იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის ფასი შეადგენს ან აღემატება 60 ლარს, მომხმარებელი იხდის მხოლოდ საქონლის ღირებულებას.

კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ რამდენიმე კომპანიასთან, რომელთა შესახებაც ეტაპობრივად მათივე გვერდიდან შეიტყობთ.

მანამდე კი შეუკვეთეთ უკვე შერჩეული ნაკრებები, ნოემბრის მთავარ ბრენდებად შეირჩა Colourpop, Kiko Milano და Tonymoly.

Classy-ს ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ მათს გვერდზე, სადაც ქვეყნდება არაერთი საინტერესო რჩევა თუ ინფორმაცია თავის მოვლის შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *