კინორეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოს ეწვევა

ცნობილი კინორეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი 18-22 ნოემბერს საქართველოს  ეწვევა.

დევიდ ლინჩი არის ავტორი ნამუშევრებისა: „ტვინ პიქსი“, „მალჰოლანდ დრაივი“, „ლურჯი ხავერდი“, ,,ადამიანი-სპილო” და სხვა. როგორც ცნობილია,  საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში  ახალი პროექტების განხილვა იგეგმება. გარდა ამისა, რეჟისორი ფართო აუდიტორიასაც შეხვდება.

კინორეჟისორის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ პრესკონფერენცია იგეგმება, სადაც დაგეგმილი ღონისძიების დეტალები გახდება ცნობილი.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *