კაბადოკიაში უშგულის ლამარიის სასულიერო პირებმა წირვა აღავლინეს

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღეს კაბადოკიაში, წმინდა გიორგის მშობლიურ სოფელ ჩავუშინში, უშგულის ლამარიის მონასტრის წინამძღვარმა იონა გელაშვილმა, ბერებმა – მამა გერასიმემ და მამა ილიამ წირვა აღავლინეს.

უშგულის ლამარიის მონასტრის წინამძღვარმა, მამა იონა გელაშვილმა, გიორგობის დღესასწაულზე „ნიუსმაცნესთან” ისაუბრა.

„კაბადოკიაში ყოველ წელს ჩამოვდივართ, წელს კი ვიზიტი გიორგობას დავამთხვიეთ. წმინდა გიორგი გამორჩეულია ქართველი ერისთვის, ჩვენთან, სვანეთში, სულ ამბობენ დიდი ღმერთის, მთავარანგელოზთა და წმინდა გიორგის სადღეგრძელოს. ბედნიერებაა, წირვა აღავლინო წმინდანის ხსენების დღეს მისივე მშობლიურ სოფელში ამ უძველეს ტაძარში”, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *