ინგლისურის ონლაინ პლატფორმა აბიტურიენტებისთვის

https://abi.abz.ge/ – არის ახალი პლატფორმა აბიტურიენტებისთვის, რომელიც გამოცდის შესაბამისად გაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად: გრამატიკა, ლექსიკა, მოსასმენები და წერითი დავალება. ყოველი თემა შედგება გაკვეთილებისგან, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ვიდეოებად და სავარჯიშოებად. თითოეულ ვიდეოში იხილავთ კონკრეტული საკითხის ამომწურავ თეორიულ ნაწილს, რომელსაც დართული აქვს აღნიშნულ თემაზე სავარჯიშოები. გაკვეთილის ბოლოს არის შემაჯამებელი ტესტირება, რომლითაც ფასდება აბიტურიენტი. დამფუძნებელი თამარ ბაქრაძეა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულია.

„აბიტურიენტობისას, როცა ინგლისურის გამოცდისთვის ვემზადებოდი, ყველაზე რთული ნაწილი ახალი სავარჯიშოების მოძებნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარგ მასწავლებელთან დავდიოდი მოსამზადებლად, ყოველთვის ვმეცადინეობდი დამატებით. მხოლოდ თეორიული ცოდნა არ იყო ჩემთვის საკმარისი, რეალური ცოდნა, რაც მივიღე, იმ პრაქტიკული სავარჯიშოების დამსახურებაა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. სხვადასხვა წიგნიდან, ვებგვერდიდან თუ ჟურნალიდან ვცდილობდი კონკრეტული საკითხის გარშემო მეპოვა სავარჯიშოები, დამეხარისხებინა სირთულის მიხედვით და შემდეგ ამომეხსნა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შრომატევადია და ისედაც დატვირთული განრიგს კიდევ უფრო ამძიმებდა. გარდა ამისა, სავარჯიშოების უმეტესობას არ ჰქონდა სწორი პასუხი, აღარაფერს ვამბობ მის ახსნაზე. დამეთანხმებით, რომ, თუკი არ შეგიძლია შენი ამოხსნის შემოწმება, ვერც გაიგებ, რა შეგეშალა“, – აღნიშნავს თამარ ბაქრაძე.

სისტემაში თავმოყრილია 4500-მდე სავარჯიშო და 450-მდე გაკვეთილი. აბიტურიენტს შეუძლია, რომ ნებისმიერ დროს გადახედოს უკვე განვლილ მასალას ან შეასრულოს მისთვის სასურველი სავარჯიშო. თუმცა იმისათვის, რომ კონკრეტული თემა ამოწუროს და წინ წავიდეს, აუცილებელია გაკვეთილების თანმიმდევრული შესრულება.

თამარ ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ შესაძლებლობა მისცა, შეექმნა სპეციალური კურსი აბიტურიენტებისთვის, რომელიც დაეხმარებოდა მათ საგამოცდოდ დამოუკიდებლად მომზადებაში.

„საბედნიეროდ, გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე. ამ პერიოდში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, როგორც ჩემი სპეციალობის გარშემო, ასევე სწავლებისა და ინფორმაციის გაზიარების მხრივ, ამან კი მიბიძგა, შემექმნა სრულყოფილი კურსი აბიტურიენტებისთვის, ისეთი რამ, რასაც ვისურვებდი, რომ მე მქონოდა მომზადების დროს. თემატურად დახარისხებული გაკვეთილებითა და შესაბამისი სავარჯიშოებით. ერთწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ დაიბადა https://abi.abz.ge/,“ – აღნიშნავს თამარ ბაქრაძე.

კურსი აბიტურიენტს საშუალებას აძლევს მოემზადოს დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელად და იმეცადინოს საკუთარი განრიგით, როგორც მოესურვება. რასაკვირველია, შეუძლია გამოიყენოს დამატებით მასალად, მასწავლებელთან მომზადებასთან ერთად.

თამარ ბაქრაძის თქმით, კურსის მთლიანად გავლის შემდეგ, უმაღელესი ქულა გარანტირებულია.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *