„თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც,“ – სააკაშვილი

ოდესის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ხვალ დაგეგმილ მარშთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართავს და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
„ხვალ ყველა აუცილებლად უნდა გავიდეთ მარშზე „იმპიჩმენტისთვის“, რათა ხელისუფლება შევაკავოთ, რომ ბოლო დამღუპველი ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც მას დიქტატორად აქცევს.
არ შეიძლება მივცეთ პუტინს საბაბიც კი, რომ ჩვენს უთახმოებებზე ითამაშოს. თუკი დიქტატურის გაჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ – მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *