რა ქონებას ფლობს თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური

„ნიუსმაცნე“ დაინტერესედა თიანეთის მერის ქონებით. გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2018 წლის 10 იანვარსაა შევსებული.

თამაზ მეჭიაურის საკუთრებაშია 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, კერძოდ, სამგორის რაიონში. მას ბანკ „ქართუში“ აქვს დეპოზიტი, რომელიც დეკლარაციის შევსების მომენტში 10822,93 $-ს შეადგენდა. აგრეთვე, „ლიბერთი ბანკში“ უფიქსირდება პენსია 3006,05 ლარი. რაც შეეხება ხელფასს, ახლადარჩეულ მერს 10 იანვრისთვის ჯერ მხოლოდ 2003,32 ლარი ჰქონდა გამომუშავებული.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თიანეთის მერიაში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 6590,4 ლარს შეადგენდა.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ მასვე საჩუქრად მიღებული აქვს 7000$ მეგობრისგან.

დეკლარაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია ოჯახის წევრების, მათი სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონებისა და შემოსავლების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, თამაზ მეჭიაურს თიანეთის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონება არ აქვს.

ზაქარია ქუცნაშვილის ქონება.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

1 Response

  1. 3 თებერვალი, 2018,17:06

    […] რა ქონებას ფლობს თამაზ მეჭიაური. […]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *