ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით

რამდენიმე კვირის წინ არაერთი დოკუმენტი გასაჯაროვდა, რომელიც მოწმობს, რომ თიანეთის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯულია თანხა. ათასობით ლარი გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის რესტორნის ანგარიშზე, რომელიც მან თიანეთში, სოფ. ხევსურთსოფელში გახსნა და “ერწოს იდილია” დაარქვა. „ნიუსმაცნე“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს ამჟამად ზაქარია ქუცნაშვილი.

2018 წლის 31 იანვრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასე გამოიყურება პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება.

თიანეთის რაიონი, სოფელი ზარიძეები 136,00 კვ.მ. ამავე სოფელში 36,70 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

თბილისში ფლობს 59,90 კვ.მ ბინას, რომელშიც გადახდილია 50700$.

აგრეთვე, თბილისში, საბურთალოს 32-ში შეიძინა 89, 00 კვ.მ ფართი, რომელშიც გადახდილია 70000$.

450 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა სიონში.

თიანეთში, ხევსურთსოფელში ფლობს  602 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (70%-იანი წილის მფლობელი).

თიანეთში, არასაცხოვრებელი ფართი ხევსურთსოფელში 345,92 კვ.მ, რომელშიც გადახდილია 15000$ (70%-იანი წილი).

იგი ფლობს 39000$-იან ავტომანქანას (Toyota Land Cruizer Prado).

დეკლარაციის შევსების მომენტში სამუშაოს შესრულებით გამომუშავებული თანხა 2556 ლარს შეადგენდა.

მას თი-ბი-სი ბანკში აქვს დეპოზიტი, რომელიც შეადგენს 52 000 $-ს.

2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მას აღებული აქვს ხელფასი – 55485 ლარი.

მას გაქირავებული აქვს საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი, საიდანაც წინა წელს მიღებული აქვს 8400$.

ფლობს მეორე არასაცხოვრებელ ფართსაც, საიდანაც გასულ წელს 6300 ლარი აიღო.

მისი მეუღლის შემოსავალი:

მისმა მეუღლემ, თეა სანიკიძემ, შეიძინა 20000$ ღირებულების სახლი თბილისში, დადიანზე.

მანვე გადაიხადა 30210 ლარი მიწის ნაკვეთში თბილისში, დიდი ლილო, 1590 კვ.მ.

თალიკო ლაგაზაური ირებს პენსიას 180 ლარის ოდენობით, მას აქვს ორი ანაბარი „ქართუ ბანკში“ 9599 და 13241 ლარის ოდენობით.

იგი არის შპს “ერწოს მარკეტის” 90%-იანი წილის მფლობელიც. აღნიშნული მარკეტი თიანეთში, სოფელ ხევსურთსოფელში მდებარებს.

თეა სანიკიძის შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში შეადგინა 44800 ლარი. მას აღნიშნული შემოსავალი ორი კომპანიიდან აქვს.

ზაქარია ქუცნაშვილის მამის შემოსავალი:  

ომარ ქუცნაშვილი ფლობს 30000 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ  ხოფცაში.

მანვე ააშენა სახლი ამავე სოფელში, რომელშიც გადაიხადა 20000 ლარი.

თბილისში, საირმის გორაზე ფლობს 430 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

თბილისში, საირმის გორაზე მანვე ააშენა საცხოვრებელი სახლი, რომელიც გადახდილია 180000$.

მას ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა Honda CRV, რომელშიც გადახდილია 25000$

ერიცხება პენსია 180 ლარის ოდენობით.

ომარ ქუცნაშვილი ფლობს შპს ჯეოინჟინერინგის 41 %-იან წილს, საიდანაც გასულ წელს მიიღო შემოსავალი 53500 ლარის ოდენობით.

ომარ ქუცნაშვილი არის სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დეკლარაციის მიხედვით, მას აღებული აქვს 16884 ლარი.

ომარ ქუცნაშვილის შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში შეადგინა 70384 ლარი. 

ზაქარია ქუცნაშვილის დედა:

თალიკო ლაგაზაური იღებს პენსიას 180 ლარის ოდენობით.

იგი არის ისტორიის მასწავლებელი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, საიდანაც გასულ წელს მისი შემოსავალი იყო 2950 ლარი.

რა ქონებას ფლობს თამაზ მეჭიაური.

 

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

1 Response

  1. 3 თებერვალი, 2018,17:07

    […] ზაქარია ქუცნაშვილის ქონება. […]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *