„ვრჩები მარადიულ კაპიტნად, ჩემი ნებით გავიხადე ის ფორმა, რომლის ჩაცმისთვისაც მთელ სამყაროს დავუპირისპირდი,“ – ეკატერინე ქვლივიძე

„დიდხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არ მეთქვა და ჩვეულ რეჟიმში გამეგრძელებინა ცხოვრება. ალბათ მაინც ის ჯობია, ღვთისა და ერის წინაშე ვიყო მართალი და ვთქვა თუ ამოვთქვა.16 ივნისს მივიღე გადაწყვეტილება საბოლოო, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მწიფდებოდა და ჩემი ნებით გავიხადე ის ფორმა, რომლის ჩაცმისთვისაც მთელ სამყაროს დავუპირსპირდი, გავიტანე, დავამტკიცე, ვაამაყე და ბოლოს მაინც დავნებდი. რატომ? იმიტომ, რომ ვთვლი თუ ღმერთმა ნიჭი მოგცა ადამიანს, განათლების შესაძლებლობა და უნარი რომ სწორად მიმართო, მაშინ არ გაქვს უფლება სტაგნაციას შეწირო, მით უმეტეს თუ ხელოვნურია და მიზანმიმართულია. მივიჩნევ, რომ არ მაქვს არც წლების და არც შესაძლებლობების ეგოისტურად დაზოგვის უფლება, და დიახაც ისევ ჩემი ქვეყნისთვის და ცოტა სხვა კუთხით დავიხარჯები. ვრჩები მარადიულ კაპიტნად, მადლობას ვუხდი ყველას ვინც წვლილი შეიტანა იმ უაღრესად საინტერესო ცხოვრებაში, რომელიც გავიარე ფორმით და ავიაციში.მე გავიზარდე, ვისწავლე, აღვიქვი ბევრი რამ სულ სხვა ჭრილში და სულ სხვნაირად, რაც დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება დიდ გაკვეთილად გამყვება. მაქვს გულის დაწყვეტის, გაუმართლებლობის, ტკივილის, დარდის და უსუსურობის განცდა, იმიტომ, რომ არ მეგონა… თუმცა, ზუსტად ისეთივე შემართებით ვარ, როგორც 12 წლის წინ და ზუსტად ისეთივე შემართებით ვიწყებ ახალ გზას. ცვლილებების დროა! დამილოცეთ ახალი გზა, იქნებ უფრო მეტი კარგის ქმნა შევძლო!“ – განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ. 

შეგახსენებთ, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ქა­ლია.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *