ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა: “გამოძიება დაადგენს, ეს სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა”

გოგონა, რომელსაც ფეიქრების ქუჩაზე მატარებელი დაეჯახა, 20 წლის ანუკი ყელბერაშვილია. თვითმხილველთა თქმით, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატერებლის საყვირის ხმა ვერ გაიგო. ჯერჯერობით დაუდგენელია ეს სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა.

როგორც „ნიუსმაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა დისტანცია დასამუხრუჭებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, – განუცხადეს „ნიუსმაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *