ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა – დაშავებულია 7 ადამიანი

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა.

როგორც „ნიუსმაცნეს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რათა მომხდარის მიზეზი დადგინდეს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოიხსნა მასიური რკინის კონსტრუქცია და ჩანაცვლდა ასევე მასიური ქვისმაგვარი კონსტრუქციით, თუმცა შემდგომ იგი შეკიდული ჭერით ჩაანაცვლეს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *