ვარაუდობენ, რომ მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდება

ვარაუდობენ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული რაგბის გამორჩეული მოთამაშე, მამუკა გორგოძე, ნაკრებში დაბრუნდება  და მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის კონსულტანტი იქნება მორაგბეებთან ურთიერთობაში.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსანთა“ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ, გუნდის კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ნაკრები რამდენიმე თვის წინ დატოვა. ის გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი ლელოს ავტორია.

ნაკრების დატოვებამდე გორგოძემ განაცხადა: „უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები. ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ“.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *