განათლების მინისტრი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, პარლამენტარი მარიამ ჯაში გახდება.

„ჩემთვის ეს ინფორმაცია უცნობია და შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან განსაკუთრებით კარგი თანამშრომლობა გვაქვს პარლამენტის კომიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის ბატონი სანდრო ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. აქვე, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ განცხადებამდე და მმართველი გუნდის უმრავლესობის ფორმატში ცვლილებების შეჯერებამდე ნაადრევია შეფასებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განუცხადა მარიამ ჯაშმა „ნიუპრესს“.

მარიამ ჯაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს.