„დავით სოკოლოვის ოჯახის პრობლემა ჩემი მერობის პერიოდში აუცილებლად მოგვარდება,“ – კახა კალაძე

დავით სოკოლოვის საკითხზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მერობის პირობებში ყველას, ვისაც საცხოვრებელთან მიმართებით პრობლემები აქვს, მოგვარდება:

„მეც ვნახე ეს კონკრეტული სიუჟეტი და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვისაც ძალიან სენსიტიური საკითხია, სენსიტიური თემაა, თავად ბინის პრობლემას რაც შეეხება, ვიცი, რომ ბევრი ადამიანია ასე დაზარალებული, ეს სერიოზული პრობლემაა, არიან დაზარალებული ადამიანები ე.წ. ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივებიდან, დაახლოებით 3 ათასი ოჯახია ასეთ მდგომარეობაში, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდება გადაწყვეტილებას კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მე მსურს, კიდევ ერთხელ დავპირდე მათ, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში იქნება მოგვარებული. ჩვენ ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ამ მიმართულებით გააჩნია პრობლემები, თბილისის მერი და თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ბატონი დავითის ოჯახის პრობლემაც ამ მიმართულებით იქნება მოწესრიგებული, დღეს არსებობს სქემა, რომლითაც თბილისის მერია მუშაობს“, – განაცხადა კახა კალაძე.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *