დევნილებს სამხედრო ჰოსპიტალში უფასოდ ემსახურებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ. მათ კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაუწევს. ჰოსპიტალში გამოკვლევები პაციენტების პირველ ნაკადს უკვე ჩაუტარდა. მსურველები გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას 15-17 დეკემბერსა და 2018 წლის 26-28 იანვარს შეძლებენ.

დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფართოებული შემოწმება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფარგლებში, უწყებათაშორის თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *