გორში დაკარგული ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

გორში დაკარგული ბავშვი, რომელიც სახლიდან შუა დღეს გავიდა, გარდაცვლილი იპოვეს.
“ნიუსმაცნეს” ინფორმაციით, 9 წლის გოგონა ცეკვის წრეზე წავიდა სკოლაში, თუმცა იქ არ მისულა.
ადგილზე, სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.
მათივე განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *