გიორგი ოვაშვილის ფილმი ზვიად გამსახურდიას შესახებ 23 ნოემბერს გამოვა

ქართველი რეჟისორის –  გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი „ხიბულა“ საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. როგორც ცნობილია, ფილმის დახურული ჩვენება დღეს გაიმართება. სპეციალურად ამ მოვლენისთვის, საქართველოში მთავარი როლის შემსრულებელი – ჰოსეინ მაჰჯუბი ჩამოდის.

„ხიბულა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა. ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. სიუჟეტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება.

„ხიბულას“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, ეროვნული პრემიერა კი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
„ხიბულა“ საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბრიდან გამოვა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *