ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები 600-მდე სწავლებას ჩაატარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები მიმდინარე წელს საბრძოლო მომზადების ფარგლებში, 600-მდე ტაქტიკურ მეცადინეობას და სწავლებას ჩაატარებენ. აღნიშნული სასწავლო ღონისძიებები ხუთ პოლიგონზე – აფხაზეთში მდებარე „ნაგვალოუსა“ და „ცაბალის“, ასტრახანის ოლქში მდებარე „კაპუსტინ იარისა“ და „აშულუქის“ და კრასნოდარის მხარეში მდებარე „მოლკინოს“ პოლიგონზე გაიმართება, – ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა.

„სასწავლო ღონისძიებებში გამოყენებული იქნება БТР-82-ის ტიპის თანამედროვე ჯავშანტრასპორტიორები, Т-72Б3-ის ტიპის უახლესი ტანკები, Град-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და Оса-АКМ-ისა და Стрела-10-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები“, – განაცხდა ასტაფიევმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *