„არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე“, – კახა კალაძე

კახა კალაძემ, დედაქალაქის ახალმა მერმა, ისაუბრა ეკოლოგიაზეც და აღნიშნა, რომ მისი მერობის პერიოდში არ გაიცემა სამშენებლო ნებართვები სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.

„გენგეგმა არ ამბობს იმას, რომ ქალაქი არ უნდა განვითარდეს ან თუ განვითარდება. უნდა განვითარდეს ეკოლოგიის ხარჯზე. ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს თანმიმდევრულად, სწორად, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხარისხიანად. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ქაოტური განაშენიანება რაც 20-25 წლის განმავლობაში გვქონდა, უნდა დასრულდეს. ჩვენ შვილებს ეს ქალაქი არ უნდა დავუმახინჯოთ. მე მშენებლობის და განვითარების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად და თანმიმდევრულად და არა სკვერებისა და ხეების ხარჯზე“, – აღნიშნა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

1 Response

  1. ლელა ამბობს:

    ბატონო მერო! გთხოვთ ელიავას ბაზრობა მოგვაშოროთ დიდუბელებს.შეუძლებელია უკვე ცხოვრება… პატივისცემით ლელა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *