„არსებობს მოლოდინები, რომ აცივებასთან ერთად კურსი დავარდება“, – ირაკლი გილაური

BGEO ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი გილაურმა, საქმიანი დილის ეთერში განაცხადა, რომ აცივებასთან ერთად ლარის კურსი გაუფასურდება.

„ნოემბრიდან მარტის ჩათვლით გაზის იმპორტი ხდება და არსებობს მოლოდინები, რომ აცივებასთან ერთად კურსი დავარდება. ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა თავისუფალ ეკონომიკაში. მოლოდინებიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და ამიტომ ყიდულობენ დოლარს.

ჩვენ ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუყურებთ. მოკლევადიანი რყევა სრულიად ნორმალურია. ჩვენ ვაკვირდებით, სად არის ქვეყანა, მისი მთავარი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით. საქართველოში ინვესტიციები კარგ დონეზეა და ექსპორტი იზრდება“, – აღნიშნა გილაურმა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *