“ამას მხოლოდ ღირსებაშელახული ადამიანი იტყვის…” – მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

“ტვ პირველის” ეთერში, ვახო სანიასთან ინტერვიუში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ბიძინა ივანიშვილი პანკისის ხეობაში ჩავიდეს.

“ჩემი სურვილი რომ ასრულდებოდეს, თვით ივანიშვილის ჩამოსვლას მოვითხოვდი. ერთადერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც მწუხარება გამოთქვა, ეს არის კვირიკაშვილი. სახელმწიფოს მეთაური ივანიშვილი არჩევნების დღეს რომ გაიძახოდა ქისტები ჩემი ძმები არიანო, ჟურნალისტმა კომენტარი რომ სთხოვა, უპასუხა: “მაგისთვის მაჩერებო?!”, ამას რომელი ადამიანი იტყვის იცით? სუფთა ღირსებაშელახული. მე მოვითხოვ წესიერ ადამიანებთან, მინისტრი იქნება თუ სხვა, რომ ჩამოვიდნენ და იქ შეხვედროდნენ პანკისის ხეობის მოსახლეობას,” – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დააკავეს საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *